ჰერკულესი ბურღულია, რომელსაც თითქმის ყველა იცნობს. იგი ამ სახელით იყიდება მაღაზიებში. ჰერკულესის დიეტაც მკაცრი დიეტების რიცხვს განეკუთვნება. სამი დღე საჭიროა იკვებოთ მხოლოდ ჰერკულესით.

შემდეგ მცირე რაოდენობით შეგიძლიათ შეურიოთ სხვადასხვა დიეტური პროდუქტები. დიეტამ არ უნდა გასტანოს ერთ კვირაზე მეტ ხანს; გამეორება შეიძლება სამ თვეში ერთხელ.