დიეტის აღწერა

ისევე, როგორც მონოდიეტების უმეტესობა, კარტოფილის დიეტა რამდენიმე ვარიანტად არსებობს. ამ ვარიანტებს შორის ძირითადი განსხვავება ან კარტოფილის რაოდენობაში, ანდამატებითიპროდუქტების ასორტიმენტშია. კარტოფილის დიეტის დაცვის წინ, კარგად უნდა გავიაზროთ, გვაქვს თუ არა საშუალება შევიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი. იხ. სტატიადიეტები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები”.

ვარიანტი 1.

კარტოფილის ყველაზე მკაცრი დიეტა პირველი კვება – 1 ჭიქა რძე მეორე კვება – 300 გრამი კარტოფილის პიურე მესამე კვებაკარტოფილის სალათი. იგი მზადდება ასე: 250 გრამ მოხარშულ კარტოფილსა და კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი. სურვილის მიხედვითშავი წიწაკა და ძმარი.

ამ დიეტით დღეში შეიძლება ნახევარი კილოგრამის დაკლება, მაგრამ ამ დიეტის დაცვა 5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. დიეტა თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ჯობს სხვა დიეტებით ჩაანაცვლოთ.

ვარიანტი 2.

კარტოფილის დიეტის მეორე ვარიანტი უფრო მსუბუქია. ერთი კილოგრამი მოხარშული კარტოფილი მივიღოთ დღეში 6–ჯერ თანაბარი ოდენობით. სასურველია გემოვნების მიხედვით, ზომიერად დაუმატოთ სხვადასხვა მწვანილები. თუკი შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, შეიძლება პატარა ნაჭერი კარაქიანი პურის, სადილზე კივაშლის ან სხვა ხილის ზომიერი მიღება. სითხე მიღებულ უნდა იქნეს ბალახების ნაყენის, უშაქრო მწვანე ჩაის ან მინერალური წყლების სახით.

დიეტის ხანგძლივობა 7–10 დღეა; შეიძლება განმეორებულ იქნეს 2 თვეში ერთხელ.

ვარიანტი 3.

თუკი შიმშილის გრძნობა ძალიან გაწუხებთ, კარტოფილის დიეტის მეორე ვარიანტს შეგიძლიათ დაუმატოთ 100 გრამი ხაჭო ან უმარილო ყველი, 200 გრამამდე ბოსტნეული, უცხიმო ხორცი პატარა ნაჭერი, მოხარშული ან შემწვარი კვერცხი. დიეტის მესამე ვარიანტის ხანგძლივობა 10 დღეა. შეიძლება განმეორებულ იქნეს 2 თვეში ერთხელ.

შემადგენლობა

კალორიულობა: 72.7/კალ. წყალი: 78.6 გრ. ცილები: 2.0 გრ. ცხიმები: 0.4 გრ. ნახშირწყლები: 16.3 გრ. უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.1 გრ. მონო და დისაქარიდები: 1.3 გრ. სახამებელი: 15.0 გრ. საკვები ბოჭკოები: 1.4 გრ. ორგანული მჟავები: 0.2 გრ. ნაცარი: 1.1 გრ. ვიტამინი A: 0.02 მგ. ვიტამინი B1: 0.1 მგ. ვიტამინი B2: 0.07 მგ. ვიტამინი B3: 0.3 მგ. ვიტამინი B6: 0.3 მგ. ვიტამინი B9: 8.0 მკგ ვიტამინი C: 20.0 მგ. ვიტამინი E: 0.1 მგ. ვიტამინი H: 0.1 მკგ ვიტამინი PP: 1.3 მგ. რკინა: 0.9 მგ. კალიუმი: 568.0 მგ. კალციუმი: 10.0 მგ. მაგნიუმი: 23.0 მგ. ნატრიუმი: 5.0 მგ. გოგირდი: 32.0 მგ. ფოსფორი: 58.0 მგ. ქლორი: 58.0 მგ. ალუმინი: 860.0 მკგ ბორი: 115.0 მკგ ვადალიუმი: 149.0 მკგ იოდი: 5.0 მკგ კობალტი: 5.0 მკგ ლითიუმი: 77.0 მკგ მარგანეცი: 170.0 მკგ სპილენძი: 140.0 მკგ მოლიბდენი: 8.0 მკგ ნიკელი: 5.0 მკგ რუბიდიუმი: 500.0 მკგ ფთორი: 30.0 მკგ ქრომი: 10.0 მკგ თუთია 360.0 მკგ

ზომის ერთეულები: 1 ცალი: 100.0 გრ. ჩაის ჭიქა 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.