დიეტის აღწერა

ვაშლი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას. მათი ფარდობითი წილი განსხავდება სხვადასხვა ჯიშებში. ამიტომ დიეტის დაცვისას, სასურველია რამდენიმე ჯიშის ვაშლი გამოიყენოთ. ითვლება რომ, ვაშლის დიეტა სასარგებლოა არა მარტო წონის დასაკლებად, არამედ, რიგ შემთხვევებში, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლადაც.

ვაშლი ფაქტიურად მხოლოდ ნახშირწყლებია. ცილების არარსებობა საკვებში იწვევს ცვლილებებს ენდოკრინულ სისტემაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაშლის დიეტიზე ყოფნამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის შეწყვეტა. ცილების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გატარებასა, და მთლიანად ნერვულ სისტემაზე.

წონაში დასაკლებად, ვაშლის დიეტა, ისევე როგორც სხვა მონოდიეტები, ჯობს კვირაში 1–2 დღეს დაიცვათ, პროფილაქტიკისათვის კითვეში 1–2 დღე. შეგიძლიათ მოსინჯოთ ვაშლის დიეტის ქვემოთ მოცემული ვარიანტები:

პირველი ვარიანტი

ეგიძლიათ მთელი დღის მანძილზე მიირთვაღ რამდენი ვაშლიც გნებავთ. სხვა რაიმე პროდუქტის მიღება დაუშვებელია. ამ დროს უნდა სვათ ბევრი სითხე. კარგია ბალახების ჩაი, მწვანე ჩაი და .. (ცხადია შაქრის გარეშე).

ვარიანტი მეორე

ეს ვარიანტი უფრო მკაცრიამთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ 1,5 კგ. ვაშლი. დიეტის ეს ვარიანტი სითხის მიღებას კრძალავს, რადგან ითვლება, რომ ვაშლში შემავალი წყალი 1 დღიანი დიეტის დროს სრულიად საკმარისია.

მაწვნისა და ვაშლის დიეტა

ვაშლის დიეტის დაცვა უფრო გაგიადვილდებათ, თუკი დიეტაში მაწონს ან კეფირს ჩართავთ. თანაფარდობა ასეთია: ერთ ვაშლზე გადაანგარიშებით, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საკვების მიღება საჭიროა დღეში 6–ჯერ.







ვაშლის 6 დღიანი დიეტა

არაფრით განსხვავდება პირველი ვარიანტისაგან, რომელიც ზემოთაა აღწერილი. დამატებით შეგიძლიათ მიირთვათ დღეში რამდენიმე ნაჭერი შავი პურის ორცხობილა (სუხარი)

და ბოლოს რამდენიმე რჩევა ვაშლის დიეტებისა და ვაშლის შესახებ:

უზმოზე ერთი ვაშლის მიღება სასარგებლოა ყოველდღიურად; შეკრულობისას სასურველია მიიღოთ უზმოზე ორი ვაშლი

ვინც თავი დაანება თამბაქოს, სასურველია 2–3 დღით ვაშლის დიეტა დაიცვას. დიეტისას მიიღეთ მწვანე ჩაი

ვაშლის ჯიშები შემადგენლობით დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კუჭის წყლულის დროს ნუ მიიღებთ მჟავე ჯიშებს. დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსპირიქით.

ვაშლის სწრაფად ასათვისებლად სასურველია იგი გახეხოთ

შეგიძლიათ, თუკი გსიამოვნებთ, მიირთვათ შემწვარი ვაშლი. უმთან შედარებით, განსხვავება პრაქტიკულად არაა.



დიეტის პლიუსები

ვაშლის დიეტის დაცვისას პირველი შედეგები უკვე კვირის ბოლოს (ზოგჯერ კი უფრო ადრეც) ვლინდება; ვაშლი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა მინერალსა და ვიტამინს; ვაშლის დიეტის დაცვა შეუძლიათ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს.

დიეტის უარყოფითი მხარეები

ვაშლის დიეტის ერთადერთ ნაკლად ითვლება მის მიმართ ორგანიზმის განსხვავებული რეაქციაზოგიერთისთვის რთული არ არის ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ვაშლის მიღება, ზოგს კი ერთი დღითაც უჭირს ვაშლის დიეტის დაცვა.