ეცადეთ გადახვიდეთ დაბალკალორიულ კვებით რაციონზე; საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და განსაზღვრულ სააათებში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მავნეა მაგიდასთან დიდხანს ჯდომა. რეკომენდებულია 5-ჯერადი კვება; მენიუ თავად უნდა შეადგინოთ, ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვლის მიხედვით:

ვარჯიში

ყოველთვის ეცადეთ, რომ თუკი ქვემოდან რაიმეს აღება გსურთ, არ დაიხაროთ, ჩაიცუცქეთ და ისე აიღეთ. სცადეთ 10-ჯერ ჩაჯდომა და ადგომა. დაჯექით მაგარ სკამზე და დაჭიმეთ დუნდულა კუნთები, მოდუნდით და კვლავ დაჭიმეთ; ეს ვარჯიში გაიმეორეთ 50-ჯერ დღის განმავლობაში. რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიში: დაწექით ზურგზე, მუხლები აწიეთ, ტერფები გაწიეთ მხრების სიგანეზე, ხელები დააწყვეთ ტანის გასვწრივ, ხელიგულებით ქვემოთ. დაძაბეთ დუნდულოების კუნთები და აწიეთ ბარძაყები ზემოთ, შემდეგ ჩამოწიეთ ქვემოთ და ასე გაიმეორეთ 10-ჯერ ზედიზედ.