უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ბოლო 10 წლის გამოკვლევებში მონაწილეობდა 20-დან 93 წლამდე ასაკის 1000 ქალი. გაანალიზებული იქნა ქალის ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კავშირი მის კვებასთან, სხეულის წონასთან, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობასთან, ბავშვების ყოლასთან, კეთილდღეობის დონესთან, განათლებასთან, მავნე ჩვევებთან.

აღმოჩნდა, რომ დეპრესიულ მდგომარეობაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს კვების რაციონი. ქალების 50%-ზე მეტი, რომელთა კვების რაციონში დიდი რაოდენობით იყო ფქვილეულის ნაწარმი, პიცა, ჰამბურგერები და ჩიპსები, სხვებზე უფრო ხშირად ავადობდნენ დეპრესიით. დეპრესიის შემთხვევები ნაკლები იყო იმ ქალებში, რომლებიც იკვბებოდნენ ბოსტნეულით, ხილით, ხორცი , თევზით. დეპრესიის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა ქალებში, რომელთა კვების რაციონში შედიოდა მარცვლეული, კაკალი, იოგურტი და წითელი ღვინო.