განმტვირთავი და სპეციალური დიეტების რაციონის უმეტესობა არასრულფასოვანია ენერგეტიკული ღირებულებითა და ქიმიური შემადგენლობით, სწორედ ამიტომ ამ ტიპის დიეტები ინიშნება მხოლოდ 1 – 2 დღით და არაუმეტეს 1 – 3-ჯერ კვირაში.

განმტვირთავი დიეტები სითხის უპირატესი გამოყენებითგანმტვირთავი დიეტა წვენებით. ჩვენებები: სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, II ტიპის, სიმსუქნით მიმდინარე; თირკმლების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები, პოდაგრა, თირკმელკენჭოვანი დაავადება, ფოსფატურიის გარეშე.

რაციონი: 600 მლ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, განზავებული 200 მლ წყლით ან 0,8 ასკილის ნახარშით, – 4 მიღებაზე.

ჩაის განმტვირთავი დიეტა - ჩვენებები: მწვავე გასტრიტი, ნაწლავთა მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, დიარეით მიმდინარე.

რაციონი: დღეში 7-ჯერ უნდა მიიღოთ 1 ჭიქა ჩაი 10 გრამი შაქრით დამტკბარი.