განმტვირთავი დიეტის მიზანია დაზიანებული ორგანოებისა და სისტემების დაზოგვა, მათი ფუნქციების შემსუბუქება და გაუმჯობესება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმიდან ნატრიუმისა და ზედმეტი სითხის გამოდევნება, სხეულის ცხიმოვანი მასის შემცირება, ძირითადი დიეტების ეფექტურობის გაზრდა.

განტვირთავ დიეტებში ამა თუ იმ საკვები ნივთიერებების სიჭარბის მიხედვით მათ პირობითად ყოფენ: ცილოვანი (ხაჭო, ხორცი, თევზი) განმტვირთავი დიეტები; ნახშირწყლოვანი (შაქარი, ხილი, ბრინჯი) განმტვირთავი დიეტები; ცხიმოვანი (არაჟანი, ნაღები) განმტვირთავი დიეტები; მაგნიუმისა და კალიუმის (მაგნიუმის ან კალიუმის გაზრდით) განმტვირთაი დიეტები; სითხის უპიტარესი გამოყენებით (წვენები, ჩაი)

საკვების პროდუქტების უპირატესობის მიხედვით დიეტებს ყოფენ:

ვეგეტარიანული განმტვირთავი დიეტებიმხოლოდ მცენარეული პროდუქტი;

რძის განმტვირთავი დიეტები (რძე, კეფირი, ხაჭო); შაქრის განმტვირთავი დიეტები; ხორცისა და თევზის განმტვირთავი დიეტები; ხორცი სა და თევზის განმტვირთავი დიეტები; სითხეები (ბოსტნეულისა და ხილის წვენები, ასკილის ნახარში, მინერალური წყლები).

განმტვირთავი დიეტებისა უმეტესობა თავიანთი ენერგოღირებულებითა და ქიმიური შემადგენლობით არასრულფასოვან დიეტებად ითვლებიან, ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 1-2 დღე და კვირაში მხოლოდ 1-3-ჯერ.