პლატფორმ HELLO GEORGIA

მოკლე დახასიათება



ინტერნეტ პლატფორმა HELLO GEORGIA მოემსახურება საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს:

აღნიშნულ პროცესებში პლტფორმა იქნება საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი და სერვისების ეფექტურად გამავრცელებელი პლატფორმით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

,,HELLO GEORGIA” განთავსდება ვებ-გვერდზე და ექნება მობილური აპლიკაცია IOS და Android პლატფორმებზე;

პირველ ეტაპზე პლატფორმა ფუნქციონირებს ორ ენაზე (ინგლისური და რუსული);

პლატფორმის ძირითადი ფუნქციებია:

  1. საინფორმაციო, საპრეზენტაციო

  2. ტურისტული სერვისების შეთავაზება

  3. ტურისტული პროდუქტების გაყიდვები

  4. ტურის მიმდინარეობის ხელშეწყობა

ყოველი ფუნქცია შედგება ორი ძირითადი მიმართულებისგან:

  1. მომხმარებელი სარგებლობს პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფით (ტურის შეკვეთით, ხმოვანი ნავიგაციით, ცალკეული ტურისტული ობიექტის ვიდეო გამოსახულებით, სრულყოფილი დახასიათებით და ა.შ)

  2. მომხმარებელი სარგებლობს პლატფორმის კონსულტანტთან ვიზუალური კონტაქტით

მომხმარებლისთვის პლატფორმა ღირებულია რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით:

პლატფორმაში განთავსდება სერვისების ორი დონე:

პირველი დონე - რეკომენდირებული, რომლის მართვას და მონიტორინგს ახორციელებს პლატფორმის მენეჯმენტი და მასში მონაწილეობენ საქართველოში მოქმედი ტურინდუსტრიის ძირითადი, დამატებითი და დამხმარე სექტორები

მეორე დონე - პლატფორმა გააერთიანებს საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებს და მათ შეთავაზებებს, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში და ღირსშესანიშნაობის ადგილებში არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას (საკვები ობიექტები, კულტურისა და შემოქმედების კერები და სხვ.)

მნიშვნელოვანია პლატფორმის კონცეფცია - იგი ეყრდნობა მხოლოდ ინფორმაციის მიღებასა და აღქმას ვიზუალურ ფორმატში; ასევე, ყველა სახის კონტაქტს (კონსულტაციას) მხოლოდ ვიზუალურად;

პლატფორმის მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მოხმარების შესაძლებლობა ნებისმიერი მოწყობილობით, რომელიც კავშირშია ინტერნეტთან; ამის გამო, პლატფორმით სარგებლობის საშუალება მომხმარებელს ეძლევა როგორც სტაციონალურ პირობებში (მაგ; ბინიდან, ოფისიდან), ასევე გადაადგილების დროსაც (მაგ; საქართველოს ტერიტორიაზე);

პლატფორმა, თავისი შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად სიცოცხლისუნარიანია, გააჩნია მრავალმხრივი განვითარებისა და განახლების შესაძლებლობები;

გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის ოფიციალური მაჩვენებლებით 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში საქართველოს, როგორც ტურიზმის ობიექტის შესახებ სხვადასხვა სახით დაინტერესებას იჩენს დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი;

პლატფორმის ნოვაციური სქემა საშუალებას იძლევა, რომ იგი იყოს მომგებიანი სტრუქტურა, რაც შესაძლებელია მიღწეული იქნას პროექტის მიმდინარეობის პირველივე ეტაპზე და პლატფორმის მომხმარებელთა მინიმალური მაჩვენებლის (მაგ; ვიზიტორების საერთო რაოდენობის 3 პროცენტი) შემთხვევაშიც კი;

პროექტის პერსპექტიული გეგმა უზრუნველყოფს შემოსავლებისა და მოგების ეტაპობრივ გაზრდას, შესაბამისად პროექტის შემდგომ განვითარებას და პერსპექტიული ბაზრის ეტაპობრივად ათვისებას;

ჩვენი პროექტი ეყრდნობა იმ ტენდეციებს და პერსპექტივებს რომელიც გააჩნია საქართველოს, როგორც ტურიზმის ქვეყანას;

2