დიეტის აღწერა

ბანანის დიეტა ეფექტურია, არც მისი დაცვაა ძნელი და სიძვირითაც არ გამოირჩევა. ბანანის დიეტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იტალიასა და საფრანგეთში. ამ დიეტას .. განმტვირთავ დიეტებს მიაკუთვნებენ.

ბანანის დიეტის დასაცავად დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 1,5 კილოგრამი მწიფე ბანანი. ყურადღება მიაქციეთ ბანანის ხარისხსიგი არ უნდა იყოსხელოვნურად დამწიფებული”. აუცილებელია პროდუქტი მიიღოთ დღეში ექვსჯერ. შეგიძლიათ გააკეთოთ პიურეც. დიეტა გრძელდება 2–3 დღე.

ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით კი გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, სხვა დიეტებისაგან განსხვავებით (მაგ. ბრინჯის დიეტა), ამ დიეტის დროს საჭირო არ არის დამატებით კალიუმის პრეპარატების მიღება. ბანანი ბუნებრივი გზით ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

დიეტის უარყოფითი მხარეები

ბანანის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის შედეგად მატულობს ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში. ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს გლუკოზის მომატებას სისხლში და ჰიპერგლიკემიას.

შემადგენლობა

100 გრამი ბანანის ქიმიური შემადგენლობა კალორიულობა: 89.3/კალ. წყალი: 74.0 გრ. ცილები: 1.5 გრ. ცხიმები: 0.5 გრ. ნახშირწყლები: 21.0 გრ. უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.2 გრ. მონო და დისაქარიდები: 19.0 გრ. სახამებელი: 2.0 გრ. საკვები ბოჭკოები: 1.7 გრ. ორგანული მჟავები: 0.4 გრ. ნაცარი: 0.9 გრ. ვიტამინი A: 0.1 მგ. ვიტამინი B1: 0.04 მგ. ვიტამინი B2: 0.05 მგ. ვიტამინი B3: 0.3 მგ. ვიტამინი B6: 0.4 მგ. ვიტამინი B9: 10.0 მკგ ვიტამინი C: 10.0 მგ. ვიტამინი E: 0.4 მგ. ვიტამინი PP: 0.6 მგ. რკინა: 0.6 მგ. კალიუმი: 348.0 მგ. კალციუმი: 8.0 მგ. მაგნიუმი: 42.0 მგ. ნატრიუმი: 31.0 მგ. ფოსფორი: 28.0 მგ.

ზომის ერთეულები: 1 ცალი: 72.0 გრ. ჩაის ჭიქა: 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.