ამ დიეტით 2 დღეში შეიძლება დაიკლოთ 2 კილოგრამი. შეიძლება მხოლოდ ცოცხალი ანანასის გამოყენება. დაუშვებელია დაკონსერვებული ანანასის დიეტისათვის გამოყენება. უშუალოდ ანანასი 500 გრამ რბილობზე 275 კილოკალორიას შეიცავს. ანანასის დიეტის ზედიზედ 3 დღეზე მეტხანს დაცვა დაუშვებელია.



ანანასის დიეტის დასაცავად დაგჭირდებათ ორი კილოგრამი ანანასი და ერთი ლიტრი ახალი, ნატურალური წვენი, შაქრის გარეშე. ანანასი უნდა დაჭრათ 4 თანაბარ ნაწილად და მიიღოთ დღეში ოთხჯერ. ერთი ლიტრი წვენი შეგიძლიათ გაანაწილოთ თქვენი შეხედულებისამებრ და დღის მანძილზე დალიოთ. ანანასის დიეტა არ ითვალისწინებს სხვა რაიმე პროდუქტის მიღებას.

ანანასის დიეტა სასურველია კვირაში მხოლოდ ერთხელ დაიცვათ. თუ ანანასის დიეტას ზედიზედ 2–3 დღე იცავთ და გიჭირთ შეგიძლიათ დღიურ რაციონში დამატებით შეიტანოთ 100 გრამი ქათმის ან საქონლის უცხიმო ხორცი (კანის გარეშე). 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ცოტა რაოდენობით პური ან წიწიბურა.

ანანასის დიეტის მეშვეობით წონის დაკლება, უშუალოდ დიეტის დასაწყისში ხდება. ეს ფსიქოლოგიურად დადებითად განგაწყობთ და სტიმულს მოგცემთ.

დიეტის უარყოფითი მხარეები

სწორედ იმიტომ, რომ ანანასის დიეტა წონის სწრაფ დაკლებას იწვევს, მას უარყოფითი შედეგებიც აქვს: – ამ დიეტის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს. წონის დაკლება ძირითადად სწორედ წყლის დანაკარგის ხარჯზე ხდება. ცხიმები, ფარდობითაც კი ნაკლებად მცირდება. აქედან გამომდინარე, თუკი ანანასის დიეტის შემდეგ არ იქნა დაცული კვების რაციონალური რეჟიმი, დიდია წონაში სწრაფი მომატების საშიშროება; – ანანასის დიეტა ძალიან ცალმხრივია, ჯანმრთელობისათვის რისკები მაღალია. რიგი სპეციალისტები თვლიან, რომ ანანასის დიეტა ერთ დღეზე მეტხანს არ უნდა დავიცვათ. ამავე დროს, მას როგორც მცირეკალორიულ, გემრიელ პროდუქტს რეკომენდაციას აძლევენ ჩართულ იქნეს სხვა დიეტებში, ან ანანასის დიეტა გამდიდრდეს სხვა პროდუქტებით, გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. (იხ.ზემოთ)



ანანასის შემადგენლობა

100 გრამი ანანასის შემადგენლობა: კალორიულობა: 46.5/კალ. წყალი: 85.3 გრ. ცილები: 0.4 გრ ცხიმები: 0.2 გრ. ნახშირწყლები: 11.5 გრ მონო და დისაქარიდები: 11.5 გრ საკვები ბოჭკოები: 1.2 გრ. ორგანული მჟავები: 0.7 გრ.: 0.7 გრ ვიტამინი A: 0.04 მგ. ვიტამინი B1: 0.08 მგ. ვიტამინი B2: 0.03 მგ ვიტამინი B3: 0.2 მგ ვიტამინი B6: 0.1 მგ ვიტამინი B9: 5.0 мкг ვიტამინი C: 20.0 მგ. ვიტამინი PP: 0.2 მგ. რკინა: 0.3 მგ კალიუმი: 321.0 მგ. კალციუმი: 16.0 მგ მაგნიუმი: 11.0 მგ ნატრიუმი: 24.0 მგ. ფოსფორი: 11.0 მგ.

ზომის ერთეულები: ჩაის ჭიქა: 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.